fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციაზე არ გამოვცხადდებით?!

ციფრული პოლიტიკის მინისტრის მოადგილემ, გიორგოს გეორგანტასმა ისაუბრა, ვაქცინაციისთვის ვიზიტის დანიშვნის ფორმაზე და განმარტა, თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ადამიანი დანიშნულ დროს არ გამოცხადდება ვაქცინის გასაკეთებლად.

გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინაციის პროცესი სხვადასხვა დაწესებულებების გახსნისთვის მნიშვნელოვანია, პროფესორები აცხადებენ, რომ ივნისის თვეში უკვე შესაძლებელი იქნება, რომ ვაქცინა გაუკეთდეთ 40 წლის ასაკის ჯგუფებს.

ამ დროისთვის საბერძნეთში ვაქცინირებულია 2 მილიონზე მეტი ადამიანი და პროცესი საკმაოდ დიდი წარმატებით მიმდინარეობს. ვიზიტების დანიშვნა ხდება აფთიაქებსა და KEΠ-ის ოფისებში.

გეორგანტასი აცხადებს, რომ თუკი რომელიმე ადამიანი დანიშნულ ვიზიტზე არ გამოცხადდება და არ შეატყობინებს ვაქცინაციის ცენტრს, რომ მისვლა არ შეუძლია, პროგრამის გარეთ დარჩება მინიმუმ 1 თვე მაინც და არ შეეძლება ამ ხნის მანძილზე ახალი ვიზიტის დანიშვნა.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაცია საბერძნეთში სავალდებულო არ არის, თუმცა, სექტემბრიდან შესაძლებელია შეიცვალოს ვითარება მათთვის, ვინც საავადმყოფოებში მუშაობს და გახდეს სავალდებულო, რადგან სამედიცინო პერსონალს განსაკუთრებით სჭირდება უსაფრთხოება.

onalem

ტესტ