fbpx
საბერძნეთი

ათენი: ექიმს იმ პაციენტების პალატაში ეძინა, რომლებისთვისაც ოპერაცია უნდა გაეკეთებინა და საათობით ალოდინა

გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევა ათენში მოხდა, ერთ-ერთ ცნობილ კერძო საავადმყოფოში. ორი პაციენტი საათობით ელოდებოდა ექიმს, რომელსაც მისთვის ქირურგიული ოპერაცია უნდა ჩაეტარებინა. საუბარი იყო რუტინულ ოპერაციაზე, რომელსაც დიდი დრო არ სჭორდებოდა, მაგრამ ქალბატონები წესისამებრ 1 საათით ადრე მივიდნენ საავადმყოფოში.

როგორც ირკვევა, პაციენტები სრულებით მზად იყვნენ ოპერაციისთვის, თუმცა, ექიმი არსად ჩანდა, პერსონალმა დაიწყო იმის გარკვევა, თუ რატომ არ გამოცხადდა ის დანიშნულ დროს ოპერაციაზე. ვინაიდან ქალბატონებს უნდა დაეცადათ, ექთანმა ისინი ერთ-ერთი პალატისკენ წაიყვანა, სადაც ოპერაციამდე მოთავსდებოდნენ და თავიანთ ნივთებს დატოვებდნენ.

როდესაც ადგილზე მივიდნენ, აღმოაჩინეს, რომ პალატის კარი არათუ დაკეტილი, არამედ გასაღებით იყო ჩაკეტილი, ხოლო როცა შიგნით შესვლა შეძლეს, ნახეს, რომ ქირურგს სწორედ იქ ეძინა. ჩანს, რომ ექიმს თავი უხერხულად სრულებით არ უგრძვნია, პირიქით, პრეტენზიაც კი გამოთქვა, რომ გააღვიძეს, ხოლო ოპერაციები რამდენიმე საათის დაგვიანებით ჩაატარა.

onalem

ტესტ