fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს – ისლამისტური თავდასხმის შიში 150 პუნქტზე

საბერძნეთის პოლიციის შტაბში განგაში გამოცხადდა და განსაკუთრებული მზადყოფნა შეიქმნა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ არსებობს ისლამისტური თავდასხმების შესაძლებლობა კონკრეტულ ტერიტორიებზე. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სიტუაცია ევროპის ბევრ ქვეყანაში სერიოზული პრობლემების გამომწვევი გახდა.

უსაფრთხოების ორგანოების ანალიზის მიხედვით, არსებობს 150-მდე პუნქტი, სადაც ისლამისტებმა შესაძლოა თავდასხმები განახორციელონ, მაგალითად: საბერძნეთის პარლამენტი, აკროპოლი, მუზეუმი, ეროვნული პარკი, პედიონ ტუ არეოს პარკი, სავაჭრო ცენტრები, მეტროსადგურები, ΚΤΕΛ-ის სადგურები და ა.შ. ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი ტერიტორიები განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იქნება, რათა მოსახლეობის უსაფრთხოებას პრობლემა არ შეექმნას.

ასევე, გაცემულია ბრძანება, რომ განსაკურებით გაძლიერდეს უსაფრთხოების ზომები ებრაულ ობიექტებზე: სინაგოგები, დიპლომატიური ორგანოები, კომპანიები და ა.შ. ამას გარდა, საგანმანათლებლო დაწესებულებები.

ოფიციალური წყაროების მიხედვით, ჯერჯერობით არ არის დაფიქსირებული და აღმოჩენილი თავდასხმის კონკრეტული გეგმა, მაგრამ იღებენ პრევენციულ ზომებს, ასევე, აქტიური კონტროლი იქნება სოციალურ ქსელზე, სადაც შესაძლოა დაფიქსირდეს სიძულვილის ენის გამოყენება.

onalem

ტესტ