fbpx
საბერძნეთი

ატომური აფეთქების შიშით ბერძნები აფთიაქებში იოდის აბებს ყიდულობენ – პრეპარატი უკვე დეფიციტშია

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის აფთიაქებში ბოლო 24 საათში კალიუმის იოდის აბებზე მოთხოვნა გაიზარდა.

როგორც ჩანს, ბერძნებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა 1986 წლის 26 აპრილი (ჩერნობილის აფეთქება) გაახსენა და იმის შიშით, რომ რუსეთმა ზაპორიჟიას ან რომელიმე სხვა ატომურ სადგურს დარტყმა არ მიაყენოს, იოდის აბების მომარაგებას ცდილობენ.

ფარმაცევტი გიორგოს ნიხა მედიასთან საუბრობს: “მოთხოვნა ნამდვილად არის გაზრდილი, თუმცა, არავითარი მიზეზი არ არსებობს, რომ ეს აბები ადამიანებმა მიიღონ, თუ რაიმე სერიოზული არ მოხდა. აფთიაქებში აღნიშნული აბების დეფიციტი შეიქმნა, მაგრამ არ არის საგანგაშო, რადგან ეს ძალიან გავრცელებული პრეპარატია.”

მანამდე კი უკრაინელი პედიატრი ავრცელებდა ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მოსახლეობა, თუ რუსები რომელიმე ატომურ სადგურში აფეთქებას გამოიწვევდნენ.

“პირველი, რაც რადიოაქტიური დაბინძურების დროს ხდება, რადიოაქტიური იოდის გამოფრქვევაა, რომელიც ფარისებრ ჯირკვალს კლავს. ამიტომ, არსებობს თავდაცვის უმნიშვნელოვანესი წესები. როდესაც არსებობს რადიოაქტიური საფრთხე, უნდა მიიღოთ ჩვეულებრივი იოდი – ფარისებრი ჯირკვალი ამ იოდით იქნება დაკავებული და მის დაცვას შეძლებთ დაზიანებისგან. ეს მაშინ უნდა გააკეთოთ, როდესაც საფრთხე რეალურია. განგაშის გამოცხადებიდან პირველივე წუთებსა და საათებში. თუ ამას პირველი ორი საათის განმავლობაში გავაკეთებთ, დაცვა 90 პროცენტს აჭარბებს. აფეთქებამდე 20 წუთით ადრე კი, ეს თითქმის 100%-ით დაგვიცავს”, – ამბობს ევგენი კომაროვსკი. 

  • აფთიაქში შეიძინეთ კალიუმის იოდის აბები
  • 2 წლის ასაკის ზემოთ, ადამიანმა ერთჯერადად უნდა მიიღოს 125 მილიგრამი, რაც ნახევარი აბია
  • ორ წლამდე ბავშვს უნდა მივაღებინოთ 40 მილიგრამი, რაც აბის მეექვსედია

 

onalem

ტესტ