fbpx
მსოფლიო

უპრეცენდენტო დახმარება უკრაინას: ხალხი Airbnb-ის ოთახებს ჯავშნის და მოგზაურობას არავინ აპირებს

უკრაინელი ხალხის გვერდით მთელი მსოფლიო დგას და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა იმ ქმედებით, რასაც ადამიანები ბოლო დღეებში მიმართავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, Airbnb-ის პლატფორმას ჯავშნების ტალღა “დაატყდა” თავს, ხალხი ოთახებს, სახლებს ქირაობს, თანხას იხდიან, მაგრამ ცხადია, უკრაინაში მოგზაურობას არავინ აპირებს.

რას ნიშნავს ეს?!

ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, რომელბიც არ არიან ადგილზე, რომ ფიზიკური დახმარება გაუწიონ უკრაინელებს, მიმართავენ ამ გზას, ქირაობენ ოთახებს ან ბინებს ფორმალურად, რომ ჯავშნისთვის გადახდილი თანხა შეგროვდეს, რადგან უკრაინელებს ახლა ფინანსური დახმარება ძალიან ესაჭიროებათ.

Airbnb-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ 2 და 3 მარტს ადამიანებმა, მთელი მსოფლიოდან (უმეტესობა ამერიკიდან არის), 61.000-სზე მეტი ჯავშანი გააკეთეს, თანხები ჩარიცხეს, მაგრამ იქ ჩასვლას, რა თქმა უნდა, არავინ აპირებს. ეს ფინანსური მხარდაჭერაა, რომელსაც ადამიანები მეორე კონტინენტიდანაც კი უცხადებენ უკრაინას.

აღნიშნული ინიციატივა სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა, რომლის ორგანიზატორებმაც მოუწოდეს მოსახლეობას, რაც შეიძლება სწრაფად დაეჯავშნათ ბინები, რადგან პლატფორმა დაახლოებით 24 საათში ურიცხავს ბინის მეპატრონეს სტუმრის მიერ ჩარიცხულ თანხას.

ამას გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ Airbnb-ის განცხადებით, ისინი მზად არიან უმასპინძლონ 100.000 უკრაინელს, მეზობელ ქვეყნებში, რომლებმაც სამშობლო იძულებით დატოვეს.

 

onalem

ტესტ