fbpx
მსოფლიო

ოპერაცია-სასწაული იტალიაში: სრულიად უსინათლო ადამიანს მხედველობა აღუდგინეს

24 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში, კერძოდ კი, ტურინში, მედიკოსები უმნიშვნელოვანესი სამედიცინო მოვლენის მომსწრენი გახდნენ. ოფთალმოლოგებმა ჩაატარეს ოპერაცია, რომლის შედეგადაც უსინათლო ადამიანს მხედველობა დაუბრუნდა.

როგორც ირკვევა, მოხდა თვალის მთლიანი ზედაპირის გადანერგვა, რის შემდეგაც მამაკაცს, რომელიც 100%-ით უსინათლო იყო, მხედველობა ნაწილობრივ აღუდგა. ოპერაცია ჩატარდა “ლე მოლინეტეს” საავადმყოფოში, პაციენტი იყო 83 წლის მამაკაცი, რომელმაც 30 წლის წინ მხედველობა პირველად მარცხენა თვალიდან დაკარგა, 10 წლის წინ კი, სამწუხაროდ, მეორე თვალიდანაც, რაც უიშვიათესმა დაავადებამ გამოიწვია. ეს იყო ავტოტრანსპლანტაცია, რადგან მას საკუთარი მარცხენა თვალიდან გადაუნერგეს ჯერ კიდევ ჯანსაღი მასალა.

მედია იუწყება, რომ ოპერაცია 4 საათს გაგრძელდა, 1 თვის შემდეგ კი, მამაკაცმა საგნების დანახვა და გარჩევა შეძლო, დღესდღეობით ის დამოუკიდებლად გადაადგილდება.

onalem

ტესტ