fbpx
მსოფლიო

“უკვე 10 ადამიანი დაიღუპა, ხალხი პანიკაშია, მეტროთი და ავტობუსით აღარ დადიან” – ქართველი ემიგრანტი იტალიიდან

უახლესი ინფორმაციით, იტალიაში კორონა ვირუსით უკვე 322 ადამიანია დაინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა.

ქართველი ქალბატონი იტალიის პატარა ქალაქიდან ჰყვება, რომ ჩინელმა მამაკაცმა ვირუსი წვეულებაზე მყოფ ხალხს გადასდო და სწორედ ასე დაიწყო გავრცელება. უცნობია, თუ რამდენად სანდოა ეს ვერსია, თუმცა, ფაქტია, რომ იტალიის რამდენიმე რეგიონში ნამდვილი პანიკაა.

“ტელევიზორი რომ ჩავრთე მეორედ მოსვლაა, მაშინვე გამოვრთე. ძალიან ცუდი სიტუაციაა, ხალხი პანიკაშია, მეტროთი და ავტობუსით აღარ დადიან.’ – ამბობს ქართველი ემიგრანტი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხალხის ნაწილი ცდილობს მშვიდად შეხვდეს ამ ყველაფერს და იმედოვნებს, რომ ეპიდემია ნელ-ნელა მიწყნარდება, თუმცა, ნაწილი იმდენად ღელავს, რომ საძილე აბებსაც სვამს, რომ ღამით მოსვენება შეძლონ.

პარალელურად კი, სუპერმარკეტებში ფაქტობრივად ყველაფერი გაყიდულია, რადგან მოსახლეობა ცდილობს მოიმარაგოს საკვები, რომ გარეთ არ გავიდეს.

ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 77 ათასს აღწევს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 2 250 ადამიანს შეადგენს.

onalem

ტესტ