fbpx
მსოფლიო

ოფიციალურად! პირბადეების გარეშე აეროპორტებში და თვითმფრინავების ბორტზე – როდიდან?!

2 წლიანი შეზღუდვების შემდეგ, თავისუფლების ზაფხული მოდის და ამ ყველაფრის ფონზე, საჰაერო გადაადგილებაც სრულიად თავისუფლად მოხდება. გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების მასშტაბით, დღეიდან, 16 მაისიდან, მოიხსნა პირბადეების ტარების ვალდებულება, როგორც აეროპორტებში, ასევე თვითმფრინავების ბორტზე.

დაავადებათა კონტროლის და ავიაციის სააგენტოები ავრცელებენ ცნობას, რომ პირბადის ტარების ვალდებულება, როგორც ასეთი, მოხსნილია, თუმცა, დასძენენ, რომ ის კვლავ ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად რჩება, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად.

აღნიშნულია ისიც, რომ შესაძლებელია რომელიმე კონკრეტულმა ავიაკომპანიამ მაინც მოითხოვოს თავისი თვითმფრინავების ბორტზე პირბადის მოხმარება, როგორც პესონალის, ასევე მგზავრების მხრიდან.

რაც შეეხებათ ადამიანებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ, მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფებს, უნდა ატარონ გაძლიერებული დამცველობის პირბადე.

 

onalem

ტესტ