fbpx
ბუნებრივი კატასტროფებიმსოფლიო

6.8 ბალიანი მიწისძვრა თურქეთში – დაღუპულია 21, ხოლო დაშავებულია 1030-მდე ადამიანი

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ხელისუფლება დაზარალებულთა დასახმარებლად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.

„შესაბამისი უწყებები იღებენ ყველა საჭირო ზომას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის“,-განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ელაზიღის პროვინციაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შესახებ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე.

ერდოღანის განცხადებით, ყველა შესაბამისი სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა გვერდში დაუდგნენ მიწისძვრის შედეგად  დაზარალებულებს. მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებ ულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

პარასკევს, 24 იანვარს, საღამოს, ქალაქ სივრიდჯთან 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შემდეგ 118 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა სიმძლავრეც 2.7-დან 5.4 მაგნიტუდამდე მერყეობდა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, თურქეთისა და მეზობელი ქვეყნების გარდა, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს ასევე ერაყში, სირიაში, ლიბანში, სულ დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა.  მიწისძვრის შედეგად დანგრეულია შენობები, ხოლო კომუნიკაციები შეფერხებებით მუშაობს.

არსებული ცნობებით, დაღუპულია მინიმუმ 21, ხოლო დაშავებულია 1030-მდე ადამიანი.

იხილეთ კადრები:

onalem

ტესტ