fbpx
პოზიტივი

ბერძენ მოხალისეთა ჯგუფი უკრაინა-რუმინეთის საზღვრისკენ ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მიემართება

კრიზისების მართვის ჯგუფის ბერძენი მოხალისეები უკრაინა-რუმინეთის საზღვრისკენ მიემართებიან.

როგორც ირკვევა, ბერძნები ფურგონით პარასკევს გავიდნენ და დღეს შუადღისთვის უკვე ბულგარეთის საზღვრამდე იყვნენ მისულები.

მოხალისეთა ჯგუფს შეგროვებული აქვს ჰუმანიტარული დახმარება, საკვები, პირველადი დახმარების ნივთები, სანიტარული ნივთები და აღსანიშნავია, რომ მათ თესალონიკშიც დახვდათ ნაწილი, წასაღებად.

ბერძნები ამ დროისთვის რუმინეთამდე მიღწევას ცდილობენ, რათა მოსახლეობას გვერდით ამ გზით მაინც დაუდგნენ და ელემენტარული საჭიროებები დაუკმაყოფილონ.

onalem

ტესტ