თესალონიკი: ქალმა თავისი გარდაცვალებით ხუთი ადამიანის სიცოცხლე იხსნა

50 წლის ქალი გასულ პარასევს თესალონიკის საავადმყოფოში თავის ტვინის ანევრიზმით გარდაიცვალა.

ჩრდილოეთ საბერძნეთის ორგანოთა ტრანსპლანტაციის ორგანიზაციის ინფორმაციით, ქალმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში თანხომა განაცხადა, რომ მისი სიკვდილის შემთხვევაში, ორგანოები გადაენერგათ მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა. ქალის ოჯახმა მის სურვილსა და გადაწყვეტილებას პატივი სცა.

ათენის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ქალის ალტრუისტულმა ქმედებამ ხუთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. 18 წლის გოგონას, რომელიც ბელგიიდან არის, ახლა სრულყოფილი ფილტვები აქვს. 58 წლის მამაკაცს გული გადაუნერგეს, 62 წლის ქალს, რომელიც იპოკრატიოს საავადმყოფოში სიკვდილს ებრძოდა, ღვიძლი, ხოლო 41 და 50 წლის პაციენტებს, ათენის ევანგელისმოს საავადყოფოებიდან, თირკმელები.

როგორც ცნობილია, სია ამით არ იწურება, თუმცა, დეტალების შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

loading...

melano

ტესტ