fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც “ზეიმობს” მაშინ, როცა მსოფლიო მწუხარებაშია” – ალექსის ციპრას

საბერძნეთის ყოფილმა პრემიერმა, ალექსის ციპრამ, Kontra Channel-თან საუბრისას ღრმა შეშფოთება გამოთქვა ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პანდემია არის ურთულესი მსოფლიო მდგომარეობა.

“პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას არჩეული აქვს პანდემიის მართვის მცდარი მოდელი. საბერძნეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც “ზეიმობს” მაშინ, როცა დანარჩენი სამყარო მწუხარებით და სასოწარკვეთილებით არის მოცული.

მათ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას განიცდის საშუალო მოქალაქე და მართავენ პანდემიას იმ გზებით, რომლებიც არის დროებითი, ხელოვნური და აქვთ მხოლოდ პოლიტიკური სარგებელი.

მთავრობამ ამ კარანტინით ვერაფერს მიაღწია, დაკარგა კონტროლი და ამ ყველაზე კრიტიკულ მომენტში დაკარგა ხალხის ნდობაც. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ხალხი აღარ ენდობა არც მეცნიერებს. 

საბერძნეთის მთავრობა ექსპერტთა საბჭოს “იარაღად” იყენებს და ყველა თავის გადაწყვეტილებას მათ მიაწერს, მათ უკან იმალება. მეცნიერთა ჯგუფი ხანდახან ეთანხმება მთავრობისთვის სასურველ გადაწყვეტილებებს, რადგან განიცდის აუტანელ ზეწოლას.

ახლა საბერძნეთში ფიქსირდება სრული ქაოსი და ყველაზე კრიტიკულ და კრიზისულ პერიოდში, ქვეყანას, ფაქტობრივად, არ ჰყავს მთავრობა,” აღნიშნა ციპრამ.

onalem

ტესტ