fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! ხვალიდან გადაადგილება იკრძალება 18:00 საათიდან – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

მთავრობის მიერ მიღებული ოფიციალური გადაწყვეტილებით, ხვალიდან ატიკაში, თესალონიკსა და ხალკიდიკიში ახალი ზომები შედის ძალაში.

იხილეთ ყველაფერი, რაც უნდა იცოდეს აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებმა მოსახლეობამ 6 თებერვლიდან:

  • იხურება უმაღლესი სკოლები (სადაც ღია იყო)
  • მაღაზიებში აღარ იქნება შესაძლებელი შიგნით შესვლა, ისინი იმუშავებენ მხოლოდ Click Away-ს მეოდით ანუ შესაძლებელი იქნება შეკვეთის მაღაზიის გარეთ აღება.
  • გადაადგილება შაბათ-კვირას იკრძალება 18:00 საათიდან და არა 21:00 საათიდან, როგორც ეს ამ დრომდე იყო ძალაში. 

შაბათს მაღაზიები დაკეტილი იქნება, იმუშავებენ მხოლოდ სუპერმარკეტების და სხვადასხვა სურსათის მაღაზიები, ასევე, საცხობები და აფთიაქები.

გადაადგილებისთვის კვლავ ძალაში რჩება 6 კოდი, შესაბამისი პუნქტებით.

იმუშავებენ სილამაზის სალონები და ფრჩხილების მოსაწესრიგებელი სალონები, ასევე ესთეტიკური ცენტრები, თუმცა, შაბათ დღეს ყველა აღნიშნული დაწესებულება იქნება დაკეტილი.

*გადაადგილება 18:00 საათიდან აკრძალული იქნება მხოლოდ შაბათსა და კვირას, ხოლო დანარჩენ დღეებში იკრძალება 21:00 საათიდან, ისე როგორც ამ დრომდე იყო.

*შაბათ დღეს სუპერმარკეტები ღია იქნება 17:00 საათამდე.

onalem

ტესტ