fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთში სულ მალე ვნახავთ ცუდ შედეგებს, მაღაზიები არ უნდა გაიხსნას”- პროფესორთა კატეგორიული პოზიცია

დღეს საბერძნეთის ექსპერტთა საბჭო საგანგებო შეხვედრას გამართავს, რომელზეც გადაწყდება, ამუშავდება თუ არა საერთოდ ორშაბათიდან ვაჭრობა.

როგორც უკვე ცნობილია, 11 იანვარს გაიხსნება დაწყებითი სკოლები და საბავშვო ბაღები, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პროფესორი აღნიშნულს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ათანასიოს ექსადაკტილოსი აცხადებს, რომ მაღაზიები არ უნდა გაიხსნას არანაირი მეთოდით, წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება ირლანდიის მაგალითი, სადაც ყოველდღიური მაჩვენებელი 300-დან 7.000-მდე სულ მოკლე ხანში გაიზარდა.

ამავე მოსაზრებას იზიარებს პროფესორი სარიიანისიც, რომელიც ამბობს, რომ თებერვლის ბოლოსთვის ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი იქნება მინიმუმ 2.000 დღეში, რაც ჯანდაცვის სისტემის განადგურებას ნიშნავს.

დღეს საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს, როდის გაიხსნება საშუალო და უმაღლესი სკოლები და ასევე, ამუშავდება თუ არა მაღაზიებში თუნდაც Click Away-ს მეთოდი.

 

 

onalem

ტესტ