fbpx
საბერძნეთი

ათენი: ფეხმძიმე ქალმა საავადმყოფოში მისვლა ვერ მოასწრო და ქუჩაში იმშობიარა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, მარუსის ტერიტორიაზე მოხდა. თითოეული ოფიცრისა და მაშველისთვის, რომელიც ამ ყველაფერს შეესწრო, ნამდვილად ამაღელვებელი წუთები იყო.

ირკვევა, რომ ფეხმძიმე ქალმა საავადმყოფომდე მისვლა ვერ მოასწრო და კიფისიის გამზირზე, ქუჩაში იმშობიარა. ადგილზე იმყოფებოდა ექიმი, რომელიც მას დაეხმარა, ასევე, პოლიცია და სახანძრო სამსახურის ბრიგადა.

არსებული ინფორმაციით, მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა და ახალშობილიც და დედაც საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს.

 

onalem

ტესტ