fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მამაკაცმა თავის მოკვლა სცადა, რადგან კორონავირუსი დაუდგინდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პატრასში მოხდა. დაახლოებით 14:00 საათზე მამაკაცი, თვითმკვლელობის მიზნით, წყალში გადახტა.

როგორც ირკვევა, ის მაშველებმა გადაარჩინეს და როცა წყლიდან ამოიყვანეს, გონზე იყო. მისი თქმით, თავის მოკვლა იმიტომ უნდოდა, რომ კორონავირუსი დაუდგინდა, პარალელურად კი, დამამშვიდებელი აბები ჰქონდა მიღებული.

ადგილზე მობილიზებული იყო როგორც პოლიცია, ასევე სასწრაფო დახმარების მანქანა.

 

onalem

ტესტ