fbpx
საზოგადოება

დიდი გზა გაიარა, რომ წყალში ჯვრის ამოსაღებად გადამხტარიყო, ახლა კი, სიკვდილს ებრძვის – ახალგაზრდა მამაკაცის ტრაგიკული ამბავი

ახალგაზრდა მამაკაცის ამბავმა, რომელიც ამარინთოში მძიმედ დაშავდა, საზოგადოება შეძრა. საუბარია 25 წლის ბიჭზე, რომელიც ნათლისღების დღესასწაულზე წყალში ჯვრის ამოსატანად გადახტა და ქვებზე დაეცა.

ამ ინციდენტის უკან კი დგას ფაქტები, რომლებიც ამბავს კიდევ უფრო სამწუხაროს ხდის.

მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ოჯახთან ერთად ამარინთოში ევიადან სპეციალურად ჩავიდა, რათა ამ ცერემონიაში მიეღო მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს აკრძალული იყო. ანუ ისინი არ ცხოვრობენ იმ ტერიტორიაზე, სადაც შემთხვევა მოხდა, არამედ სპეციალურად ჩავიდნენ იქ ჯვრის გადასაგდებად და შემდეგ მის ამოსაღებად.

ამავე ცნობებით, ბიჭმა ეს გააკეთა ოჯახის კიდევ ერთი წევრის გამო, რომელიც ლეიკემიით არის დაავადებული და უნდოდა მისთვის ელოცა.

დაშავებულს KAT-ის საავადმყოფოში უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და მისი მდგომარეობა კვლავ უმძიმესი რჩება. ახალაგზრდას კისრის არეში აქვს მიღებული დაზიანება.

onalem

ტესტ