fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მამაკაცმა 4.250 ევრო იპოვა და პატრონს დაუბრუნა

შემთხვევა კუნძულ როდოსზე მოხდა და ახალგაზრდა გიორგოს კარიოტისს როდოსელი გმირის სახელი დაერქვა. მან სუპერმარკეტის დატოვებისას ჩანთა იპოვა, რომელშიც 4.250 ევრო იდო და უყოყმანოდ გადაწყვიტა, რომ პატრონი უნდა მოეძებნა.

ის სუპერმარკეტის დაცვის განყოფილებაში მივიდა და ჩანთა ოფიცრებს აჩვენა. მათ კი შეძლეს, რომ პატრონი მოეძებნათ, რომელიც ადგილზე გახარებული და ამავე დროს გაოცებული მივიდა.

კარიოტისმა უარი განაცხადა, აეღო თუნდაც ერთი ევრო ნაპოვნი ფულიდან, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ცნობილი გახდა, ის ახლად დაქორწინებულია და არც თუ ისე შეძლებული ოჯახი აქვს.

თანხის პატრონმა მას მაინც მისცა გარკვეული რაოდენობის თანხა, რომელიც გიორგოს კარიოტისმა ოჯახის გაჭირვებულ წევრებს ჩამოურიგა.

 

onalem

ტესტ