fbpx
საზოგადოება

“მე ვისწავლე ცხოვრება ამ დაავადებასთან ერთად” – თრაკი-მაკედონიის მინისტრი

მაკედონია-თრაკის მინისტრმა, კატერინა ნოტოპულუმ პირად პრობლემაზე ისაუბრა, რომლის შესახებაც არავინ იცოდა და ყველასთვის ნამდვილი შოკი აღმოჩნდა. ახლა ის მზადაა მინისტრის პოსტი დატოვოს და უფრო დიდი ბრძოლისთვის მოემზადოს. ნოტოპულო თესალონიკის მერობას აპირებს.

“ურთულესი პერიოდი გამოვიარე და ახლა არანაირი ბრძოლა აღარ მაშინებს. მე ვიბრძოლე, რომ მეცხოვრა ღირსეულ დონეზე, მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა დამიდგინდა.

ეს ახლა ჩემი ნაწილია და მას მე ვატარებ. მე ვისწავლე, როგორ ვიცხოვრო ამ დაავადებასთან ერთად და ამან გამხადა ადამიანი.

სერიოზული პრობლემა მაქვს. სმენის დაქვეითების ძალიან მაღალი დონე დამიდგინდა, მაგრამ რაც უნდა იყოს, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს,” განაცხადა კატერინა ნოტოპულუმ.

onalem

ტესტ