fbpx
ჯანმრთელობა

საბერძნეთი ეპიდემიის საშიშროების წინაშე დგას, რომლით დაინფიცირებაც ძალიან ადვილია

იაპონური ენცეფალიტი – ეს არის ვირუსული ინფექცია, რომელიც სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია და კალიფორნიის უნივერსიტეტი უკვე დიდი ხანია სწავლობს. მათი კვლევის საგანს ასევე წარმოადგენს, თუ რამდენად დიდია ამ ვირუსის ევროპის ქვეყნებში გავრცელების რისკი. შედეგი კი ასეთია: საბერძნეთი მაღალი რისკის ქვეყნების სიაში ერთ-ერთი პირველია.

მეცნიერების ინფორმაციით, ეპიდემიით დაინფიცირების გზები ძალიან ბევრია და ადამიანს ის შეიძლება ადვილად შეხვდეს. იაპონური ენცეფალიტი შეიძლება შეგვეყაროს კოღოს ნაკბენითაც კი. გარდა ამისა, არსებობს ვირუსის მატარებელი ჩიტის 10, 400 სახეობა და 5, 400 ძუძუმწოვარი.

დაინფიცირების შემთხვევაში ჩნდება ცხელება, თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები, ნევროლოგიური დისფუნქცია, როგორიცაა ცნობიერების ცვლილება, გულყრები, პიროვნული ცვლილებები, კრანიალური ნერვების დამბლები, მეტყველების პრობლემები და მოტორული და სენსორული დარღვევები. ეს თავის ტვინის ქსოვილის პირდაპირი ანთების შედეგია.

ამავე ინფორმაციით, იაპონური ენცეფალიტი მიეკუთვნება ვირუსების ფლავირიდულ ოჯახს, რომელშიც ასევე ერთიანდება ყვითელი ცხელება, ნილოსის ვირუსი და ა.შ.

“მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს კონკრეტული რუკა, თუ სად არის ვირუსის გავრცელების რისკი. ეს იქნება გარკვეული სახლის პრევენცია. თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ვირუსის კონტროლისა და პრევენციის ხარისხი მხოლოდ 20%-30%-ია, აღნიშნავენ მეცნიერები.

onalem

ტესტ