fbpx
საზოგადოება

ანტიკური საბერძნეთის ძლიერი სპარტელი ქალები, რომლებიც მამაკაცების თანასწორნი იყვნენ

ინტელექტუალურ კულტურაში სპარტელი ქალი სპარტელი მამაკაცის თანასწორი იყო. ეს იყო საზოგადოება, რომელიც უდიდეს პატივს სცემდა საკუთარ ქალებს და უძლიერეს მეომრებს. ბრძოლაში გმირულად დაღუპულ სპარტელ მამაკაცს ჰქონდა ისეთივე სტატუსი, როგორც მშობიარობის დროს გარდაცვლილ ქალს. მათი სახელები იწერებოდა ქალაქის გარეთ მდებარე საფლავის ქვებზე, რათა ყველას სამუდამოდ დაემახსოვრებინა ისინი.

დღევანდელი ისტორიკოსებისთვის უდიდეს “თავისტკივილს” წარმოადენს საკითხი, თუ როგორ იყო მაშინდელ მჩაგვრელ, ავტორიტარულ და პატრიარქალურ საბერძნეთში ეს საზოგადოება ასეთი განვითარებული და პროგრესული, რომ ქალებს ამ დონის თავისუფლებას და განათლებას აძლევდა.

ამჟამინდელი ისტორიული ცნობებით, მაშინ, როცა მთელ საბერძნეთში ქალები მამაკაცების მომსახურებით იყვნენ დაკავებულები, სპარტელი ქალბატონები აბსოლუტურ გამონაკლისს წარმოადგენდნენ.

ძველ საბერძნეთში ქალი მიიჩნეოდა მეუღლის კუთვნილებად და მათ ძალიან ცოტა უფლებები ჰქონდათ, მაგრამ სპარტიში ქალების აღზრდა და განათლება უდიდეს პრიორიტეტს წარმოადგენდა. სპარტელი ქალის მოვალეობა არ იყო საშინაო საქმეების გაკეთება: დალაგება, დასუფთავება, კერძების მომზადება, მათი მოვალეობა იყო განათლების მიღება, ისინი ბავშვობიდან იყვნენ მიმართულნი იმისკენ, რომ ჰქონოდათ ათლეტური სხეული.

ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ქალების ამ დონის თავისუფლებას განაპირობებდა ისიც, რომ საშინაო საქმეებს ძირითადად მონები აკეთებდნენ. სხვა ბერძნულ ქალაქებში ქალებს უწევდათ ქსოვა, ხოლო სპარტელები ამ საქმიანობით არ კავდებოდნენ.

სპარტელი ქალის უპირველესი მოვალეობა იყო სახელმწიფოს სამსახურში დგომა.

onalem

ტესტ