fbpx
საბერძნეთი

დღეიდან: ცივი ჰაერის მასების შემოჭრა საბერძნეთში – როდის ეციება ყველაზე მეტად?

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან საბერძნეთში ციმბირის ტერიტორიიდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრაა მოსალოდნელი, რაც შესაბამისად, გამოიწვევს ტემპერატურის ვარდნას.

როგორც ჩანს, მარტი თავისი უცნაური ხასიათით შემოაბიჯებს საბერძნეთში და როგორც meteo.gr პროგნოზირებს, ყველაზე ცივი დღე სამშაბათს არის მოსალოდნელი.

ტემპერატურა 10 გრადუსით დაეცემა, ხოლო ატიკაში, შაბათ დღესთან შედარებით, როდესაც საზაფხულო ამინდი დაფიქსირდა, მოსალოდნელია, რომ 6-7 გრადუსით აცივდეს.

ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში მოსალოდნელია წვიმაც, ხოლო მთიან რეგიონებში დროებითი თოვა. ეგეოსის ზღვის კუნძულებზე ძლიერი ქარი გააქტიურდება.

onalem

ტესტ