fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში კარანტინის შედეგები აღარ მოაქვს – უთანხმოება პროფესორთა შორის

პროფესორმა დიმოსთენის სარიიანისმა ტელეკომპანია Mega-სთან ისაუბრა, თუ რამდენად არის შემცირებული კარანტინის ეფექტურობა საბერძნეთში და რომ სამწუხაროდ, შედეგები არ არის ისეთი, როგორსაც ექსპერტთა საბჭო მოელოდა.

“გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით კარანტინის ეფექტურობა შემცირებულია 45%-ით მაინც, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. იზოლაციის წესები არ არის იმდენად კარგად დაცული, რომ რაიმე შედეგი მოიტანოს. 

მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ დღეიდან უნდა შემცირდეს მონაცემები საბერძნეთში, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რამდენად დამაკმაყოფილებელი იქნება ეს შედეგები, იმ მხრივ, რომ 16 მარტს მაღაზიები მაინც გაიხსნას.

ივნისის ბოლოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შესაძლებელია იყოს ძალიან კარგი. მნიშვნელოვანია, რომ სწრაფი ტესტები ძალიან ხშირად ჩატარდეს, რათა ვიცოდეთ ვირუსის გავრცელების მასშტაბები. ვაქცინაცია ახლა ერთ-ერთი დამხმარე და ყველაზე ძლიერი იარაღია, აპრილამდე აცრილი იქნება მოსახლეობის 15%.”

ირკვევა, რომ პროფესორთა შორის არსებობს უთანხმოება, რომელიც სკოლებისა და მაღაზიების გახსნას უკავშირდება. ნაწილი ფიქრობს, რომ ჯერ უნდა გაიხსნას მაღაზიები, ნაწილი კი მთავარ პრიორიტეტად სკოლების ამუშავებას მიიჩნევს.

პროფესორ ნიკოს ძანაკისის მოსაზრებით, კორონავირუსის ეს ტალღა 10 მარტისთვის დაიწყებს შემცირებას და ამ თვის მეორე ნახევარში შესაძლებელი იქნება შიშის გარეშე გაიხსნას რომელიმე დაწესებულება.

 

 

onalem

ტესტ