fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიცია გაფრთხილებას ავრცელებს: თაღლითობის კიდევ ერთი საშუალება საბერძნეთში

საბერძნეთის პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას თაღლითობის მეთოდის შესახებ, რომელიც ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა. საუბარია თაღლითურ სქემაზე, რომელიც იყენებს მაღალჩინოსანთა სახელებსა და გვარებს, აგზავნის შესაბამის შეტყობინებებს ტელეფონებსა და ელექტრონულ ფოსტაზე და მოსახლეობის მოტყუებას ცდილობს.

როგორც ირკვევა, გამოყენებულია პოლიციის უფროსისა და სხვა მაღალჩინოსანთა სახელები და გვარები, მეტი დამაჯერებლობისთვის. შემდეგ მოცემულია გარკვეული მითითებები, რომ მომხმარებელი უნდა გადავიდეს შესაბამის ბმულზე და მიიღებენ გარკვეულ ფინანსურ სარგებელს.

პოლიცია ხაზგასმით აცხადებს, რომ თითოეული ადამიანი ყურადღებით უნდა იყოს მსგავსი შინაარსის შეტყობინებებთან დაკავშირებით და არ გახსნან არანაირი ბმული, რადგან შესაბამისი უწყებები არასოდეს მოითხოვენ არც ფიზიკური და არც იურიდიული პირებისგან რაიმე ბმულზე გადასვლას.

საეჭვო ბმულებზე გადასვლით შესაძლებელია თაღლითურმა დაჯგუფებამ მიიღოს წვდომა სხვადასხვა პირად ინფორმაციაზე, საბანკო კოდებზე და ა.შ.

onalem

ტესტ