fbpx
საზოგადოება

მონასტირაკის სადგურში მამაკაცი სისხლის გუბეში იპოვეს – რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი?!

გუშინ შუადღეს მონასტირაკის მეტროსადგურში მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის უცნობმა, მკვლელობის მიზნით, დანით დაჭრა, თუმცა, როგორც პოლიცია იუწყება, მას დანით მიყენებული ჭრილობები არ აღენიშნება.

როგორც ცნობილი გახდა, მამაკაცი, სავარაუდოდ, ნარკოტიკების მომხმარებელი იყო. კამერებზე არ ფიქსირდება, რომ მას ვინმე მიუახლოვდა და დაჭრა მანამდე, ვიდრე იატაკზე დაგდებულს იპოვიდნენ. ამიტომ განხრაზ მკვლელობის ვერსია გამოირიცხა.

მას ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ძლიერი და უწყვეტი სისხლდენის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაგეგმილია ექსპერტიზა, რათა კითხვებს პასუხები გაეცეს. პოლიცია კი ვარაუდობს, რომ მას ჰქონდა ძველი ტრავმა და გარკვეულ პირობებში მდგომარეობა გაუუარესდა ან შესაძლოა, ცემის შედეგად გაუჩნდა ღია ჭრილობები, თუმცა, ეს ყველაფერი მეტროსადგურში არ მომხდარა, არამედ ვიდრე ის შიგნით შევიდოდა.

onalem

ტესტ