fbpx
საბერძნეთი

მეხანძრეებმა სახლი დაწვას გადაარჩინეს და დატოვეს წერილი: “ბოდიში კარისთვის, სახლში უნდა შევსულიყავით”

ატიკისა და მეღარას ხანძარს ბევრი გულისამაჩუყებელი ამბავი მოჰყვა – დაწყებული ადამიანების ევაკუაციით, დამთავრებული იმ თავგანწირვით, რომლებიც მეხანძრეებმა ხალხის სახლებისა და ქონების გადასარჩენად გამოიჩინეს.

მეღარას ერთ-ერთი მაცხოვრებელი მედიასთან ჰყვება, რომ ტელევიზორში დაინახა, როგორ უახლოვდებოდა მის სახლს ცეცხლი. საბედნიეროდ, მეხანძრეები ადგილზე დროულად მივიდნენ და სახლის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა, ამისთვის კარის შემტვრევა მოუწიათ, შემდეგ კი, ამაღელვებელი წერილი დატოვეს: “ბოდიში კარისთვის, მაგრამ შიგნით უნდა შევსულიყავით.”

“წერილი ნამდვილად ამაღელვებელი იყო. ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. გულით ვუხდი მადლობას ტასოსა და ხრისტოს და მთელ სახანძრო სამსახურს, რომელთა გარეშეც ჩემი სახლი ახლა დამწვარი იქნებოდა. მათ თავიანთი მოვალეობა შეასრულეს და ბოლოს ბოდიში მოიხადეს, საოცარი ბიჭები არიან. მთელი ღამე ჩვენთან დარჩნენ. ამ ჩანაწერს სიცოცხლის ბოლომდე შევინახავთ და ჩარჩოში ჩავსვამთ,” აცხადებს ადგილობრივი.

onalem

ტესტ