fbpx
საბერძნეთი

ბერძნული პასპორტი ყველაზე ძლიერ პასპორტთა შორის მსოფლიოში

კომპანია, Henley & Partners-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, ბერძნული პასპორტი მსოფლიოს ყველაზე ძლიერ პასპორტთა სიაში ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებს.

საბერძნეთი მერვე ადგილზეა, ავსტრალიასთან, კანადასთან, ჩეხეთთან და მალტასთან ერთად, იმ ქვეყნებს შორის, რომელთა პასპორტებითაც 185 მიმართულებით ვიზის გარეშე გამგზავრებაა შესაძლებელი.

ამავე დროს, აზიური პასპორტები კიდევ უფრო ძლიერია და ამ ქვეყნების მოქალაქეებს უფრო მეტი თავისუფლება აქვთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით – მათ ვიზა არ სჭირდებათ 192-193 ქვეყანაში სამოგზაუროდ. მაგალითად: იაპონიის მოქალაქეებს 193 ქვეყანას შეუძლიათ ეწვიონ უვიზოდ, ხოლო სინგაპურისა და სამხრეთ კორეის მოქალაქეებს, 192-ს.

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-პანდემიამ მოგზაურობების ტენდენცია ორი წლის მანძილზე საგრძნობლად დააგდო, ახლა საერთაშორისო მიმოსვლა თავის რიტმს უბრუნდება და როგორც საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ანგარიშშია ნახსენები, აღნიშნული ტენდენცია 60%-ით არის გაზრდილი.

onalem

ტესტ