fbpx
საბერძნეთი

სულისშემძვრელი ვიდეო – ბერძნების თავდაუზოგავი მცდელობა პატარა მიგრანტი ბიჭის გადასარჩენად, რომელიც წყლიდან ამოიყვანეს

მედიის საშუალებით საზოგადოებამ იხილა ბერძნების თავდაუზოგავი მცდელობა მიგრანტი ბავშვის გადასარჩენად, რომელიც კუნძულ სამოსთან ჩაძირულ ნავზე დედასთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ირკვევა, 37 მიგრანტი, მათ შორის რამდენიმე ქალი და ბავშვი, დღეს დილით ადრე დააფიქსირეს ლესვოსთან.

ამ ყველაფერს მოჰყვა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია და მიგრანტებიდან ორი ადამიანი, ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს წყლიდან. ბერძნულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა ბავშვის გადასარჩენად, აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და ბიჭის სიცოცხლე გადაარჩინა. სამწუხაროდ, დედა გარდაიცვალა.

აღსანიშნავია დეტალიც, რომელიც ვიდეოში ბოლოს მოჩანს: საზღვაო დაცვის ოფიცერი, მას შემდეგ, რაც ბავშვს სიცოცხლისკენ მოაბრუნებს, პირჯვარს იწერს, უფლისთვის მადლობის გადასახდელად.

იხილეთ ვიდეო:

ამავე დროს ვრცელდება ცნობები, კიდევ ერთი ნავი ჩაიძირა ასევე ლესვოსის მახლობლად, თუმცა, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, სადაც ინციდენტს 4 ბავშვი ემსხვერპლა, მათი ასაკი 7-დან 14 წლამდეა.

onalem

ტესტ