fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთის მთავრობის პრიორიტეტი არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაა” – მაკის ვორიდის საგანგებო განცხადება

სახელმწიფო მინისტრმა, მაკის ვორიდიმ საგანგებო განცხადება გაავრცელა არალეგალური მიგრაციის პრობლემებთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ამ პრობლემასთან ბრძოლაა.

“მთავრობა საკუთარი პოლიტიკის ერთგულია და ეს პოლიტიკა გულისხმობს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას. პოლიცია ყოველდღიურად მუშაობს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

რაც შეეხება ევროსს, ჩვენი მუშაობა ადასტურებს, რომ სიტყვები, რომლებსაც ვამბობთ, რეალობაა. ღობე შენდება და არა მხოლოდ შენდება, არამედ დრო და დრო გაფართოვდება კიდეც. ვისაც ჰგონია, რომ საიმიგრაციო პოლიტიკა მიტოვებულია, ცდება. ამას ვამბობ იმ ადამიანების გასაგონადაც, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ პოლიციის საქმე შეასრულონ და უსაბუთო მიგრანტებს თავად აკავებენ.

იცით რას აკეთებს პოლიცია ევროსზე?! ყოველდღე 900-მდე ადამიანს აკავებს, რომ საბერძნეთში არ შემოვიდეს. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია, ჩვენ სწორად ვასრულებთ ჩვენს საქმეს და არ არის საჭირო, რომ რიგითმა მოქალაქეებმა საკუთარ თავზე აიღონ სპეციალისტების მოვალეობა. მოქალაქეებს ამის უფლება არ აქვთ და მეორეს მხრივ, არ აქვთ არც შესაბამისი კომპეტენცია, წვრთნა და გარანტიები, რომლებიც მათი უსაფრთხოებისთვის საჭიროა,” ამბობს ვორიდისი.

როგორც ირკვევა, ევროსის ტერიტორიაზე გარდა იმ 25 მიგრანტისა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ორმა ბერძენმა და ერთმა ალბანელმა სატვირთოში ჩაკეტეს, დაფიქსირდა მეორე შემთხვევაც, როდესაც ბერძნებმა კიდევ რამდენიმე მიგრანტი “დააკავეს” მათი სურვილის საწინააღმდეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები არალეგალები არიან და მეორეს მხრივ, მათ ბრალდებებში არის ცეცხლის გაჩენაც, რიგით მოქალაქეებს მათი თავისუფლების ხელყოფის უფლება არ აქვთ.

onalem

ტესტ