fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ქალმა WIND-ის ოფისში შესასვლელად ტესტი გაიკეთა და შიგნით მაინც არ უშვებდნენ

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ხალკიდაში მოხდა, სადაც ქალბატონმა, რომელიც არ არის ვაქცინირებული, კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა, რომ მაღაზიებში შესვლა შესძლებოდა. მიუხედავად ამისა, 65 წლის ქალს Wind-ის ოფისის თანამშრომელმა შიგნით შესვლის უფლება არ მისცა.

ირკვევა, რომ ქალბატონმა პოლიცია გამოიძახა. მიზეზი, რის გამოც შიგნით არ უშვებდნენ, იყო ის, რომ ტესტის პასუხს არ ჰქონდა სპეციალური ციფრული კოდი, რომლითაც მისი ნამდვილობა დასტურდება. ამ ფაქტმა ქალის გაღიზიანება გამოიწვია და თანამშრომლებს ყვირილი დაუწყო.

ადგილზე მობილიზდა პოლიცია და ოფიცრებმა მას აუხსნეს, რომ კოდის დასკანერების შეუძლებლობის გამო მოხდა ეს ყველაფერი. მოგვიანებით კი, სატელეფონო კომუნიკაციის საფუძველზე დადასტურდა, რომ ქალს ნამდვილად ჰქონდა გაკეთებული სწრაფი ტესტი.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ