fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ძაღლმა 9 წლის ბიჭი დაგლიჯა – ბავშვს მთელ სხეულზე და თავზე აქვს ჭრილობები

ბავშვი ამჟამად სერესის საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, გარდა ამისა, აქვს ემოციური შოკი.

გავრცელებული ინფორმაციით, 9 წლის ბიჭი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც თავს ძაღლები დაესხნენ და ის, ფაქტობრივად, დაგლიჯეს. ბავშვს ნაკბენები აქვს მთელ სხეულზე, თავზე, კიდურებზე, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აქვს წვივის უკანა ნაწილი და ბარძაყი.

9 წლის ბავშვმა ძაღლებს დედის საშუალებით დააღწია თავი, რომელიც აივანზე იმყოფებოდა და შვილის ყვირილის ხმა გაიგო, რომელიც დახმარებას სასოწარკვეთილი ითხოვდა.

მშობლებმა ძაღლების პატრონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.

 

onalem

ტესტ