fbpx
საბერძნეთი

მეორე უკონტროლო ხანძარი საბერძნეთში – კერკირაზე ხალხს სახლების დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებენ

საბერძნეთში მასშტაბურ ხანძრებს ბოლო არ უჩანთ – როგორც სახანძრო სამსახური იუწყება, ცეცხლი კერკირაზეც უკონტროლო გახდა და 112-იდან რამდენიმე წუთის წინ მოსახლეობას გაეგზავნა მოწოდება, რომ დაუყოვნებლივ დატოვონ სახლები. კერძოდ, საუბარია სოფელ ლუცეს მოსახლეობაზე.

როგორც ირკვევა, შეტყობინება ხალხს ახარავისკენ გადაადგილებისკენ მოუწოდებს, ადგილზე მძვინვარებს ტყის ხანძარი, ადგილობრივებს კი, საფრთხე ემუქრებათ, თუკი, დარჩებიან.

ადგილზე მუშაობს 62 მეხანძრე, 21 მანქანა, ოთხი თვითნფრინავი და ერთი ვერტმფრენი.

ხანძრის მეორე კერა გაჩნდა პალია პერითიასა და ლავკის შორის.

 

onalem

ტესტ