fbpx
საზოგადოება

“საბერძნეთი პანდემიიდან გამოდის, მაგრამ ხალხი კონსპირაციულ თეორიებს ეწირება” – ადონის გეორგიადის

საბერძნეთის განვითარების მინისტრმა, ადონის გეორგიადიმ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან პანდემიის განვითრებაზე, ეკონომიკასა და ვაქცინაციაზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა თანდათან თავისუფლდება კრიზისისგან, თუმცა, ახლა პრობლემას კონსპირაციული თეორიები წარმოადგენს, რადგან ხალხი სწორედ ამას ეწირება.

“კითხვა ის არ არის, საბერძნეთი გამოდის თუ არა პანდემიიდან. ქვეყანა ნამდვილად გამოდის ამ მდგომარეობიდან, მაგრამ რჩება საკითხი, კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს, რადგან გადაწყვიტეს, რომ არ აიცრან. რადგან ფიქრობენ, რომ ამით მიცოტაკის წინააღმდეგ წავლენ. ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ, რომ დამედიცინო საკითხს პოლიტიკურში ურევენ. ჩვენ არ უნდა ავიცრათ იმის გამო, რომ ვაჩვენოთ, რომელ პოლიტიკურ პარტიას ვემხრობით.

ამ მომენტისთვის ეპიდმდგომარეობა აჩვენებს, რომ ფიქსირდება რეგრესი. ეს ნიშნავს, რომ მიღებული ზომები მოქმედებს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დეესკალაციას თან სდევს ბევრი ჩვენი აუცრელი თანამემამულის გარდაცვალება. ძალიან მძიმეა, როდესაც ფიქრობ, რომ ამ ადამიანებს შეეძლოთ ეცოცხლათ, მაგრამ შეეწირნენ კონსპირაციულ თეორიებს,” განაცხადა გეორგიადიმ.

onalem

ტესტ