fbpx
საზოგადოება

უჩვეულო უბედური შემთხვევა კვიპროსზე: გარდაცვლილია 25 წლის გოგონა

უბედური შემთხვევა, რომელიც კვიპროსზე მოხდა, უპრეცენდენტოა. 25 წლის გოგონა საკუთარ სამსახურში, ერთ-ერთ რესტორანში გარდაიცვალა. ვითარება კი ძალიან უცნაურია.

ყველაფერი შაბათს შუადღეს მოხდა, როდესაც გოგონა რესტორნის საწყობში ჩავიდა და თაროდან წყლის ბოთლის ჩამოღებას ცდილობდა.

აღნიშნულ თაროებზე წყლის ბოთლები ინახება. სწორედ ამ დროს თაროები, გაურკვეველი მიზეზებით, დაცურდა, ჩამოვარდა და გოგონას დაეცა.

მიუხედავად იმისა, რომ მას პირველადი დახმარება გაუწიეს, ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა.

ის ნიქოზიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი სიკვდილი დადასტურდა.

ადგილზე მივიდა ექსპერტი, რომელმაც კრიმინალური აქტის შესაძლებლობა გამორიცხა.

ექიმებმა განაცხადეს, რომ გოგონას თარო ყელის და კისის არეში დაეცა, რამაც მისი ადგილზე გარდაცვალება გამოიწვია.

onalem

ტესტ