fbpx
საბერძნეთი

“ყველაფერი, რაც იხსნება, შესაძლოა ზაფხულში ისევ დაიხუროს” – გიორგოს პავლაკის პესიმისტური პროგნოზი

პროფესორი, გიორგოს პავლაკისი მედიასთან არც თუ ისე ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებს. იმის ფონზე, რომ გაიხსნა კაფეები და ტავერნები და იმედოვნებენ, რომ აღარ დაიკეტება, პროფესორი აბსოლუტურად ღიად ტოვებს ყველაფრის ისევ დახურვის შესაძლებლობას.

“ვფიქრობ, რომ არსებობს შანსი ზაფხულში პანდემიის კიდევ ერთი ტალღა ვიხილოთ. თუკი ეს ტალღა იყო დიდი და საშიში, მაშინ, რაც გაიხსნა, ისევ ყველაფერი დაიხურება. პრობლემა არის ის, რომ არსებობს შტამები, რომლებიც არის არაპროგნოზირებადი და ბოლომდე შეუსწავლელი. ერთ შტამს შეუძლია 1-2 თვეში მასშტაბურად გავრცელდეს და გაბატონდეს.

დრო გვიჩვენებს, რამდენად დიდი სიფრთხილით გაიხსნა ყველა ეს დაწესებულება. ეს, სავარაუდოდ, გვეცოდინება 1 კვირაში. ასევე, უნდა ვნახოთ, მოიტანა თუ არა რაიმე ნეგატიური შედეგი აღდგომის დღეებმა, ანუ რამდენად ზომების დაცვით აღნიშნა მოსახლეობამ დღესასწაული,” ამბობს პავლაკისი.

ამრიგად, 1 კვირაში ცხადი იქნება თუ რა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვაქვს საბერძნეთში, ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ 1.000-ზე ნაკლებ რიცხვს ყოველდღიურად მხოლოდ 20 ივნისის შემდეგ მივაღწევთ.

onalem

ტესტ