fbpx
საბერძნეთი

ხვალ, 2 თებერვალს, მეტროს 1-ლი ხაზის თანამშრომელთა გაფიცვა ათენში – პირეა-კიფისია 3 საათის მანძილზე არ იმუშავებს

ხვალ, 2 თებერვალს, მეტროს 1-ლი ხაზის თანამშრომლები გაფიცვას აცხადებენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მატარებლები არ იმოძრავებენ 3 საათის მანძილზე.

1-ლი ხაზი (იგივე ტრენო/ილეკტრიკო) არ იმუშავებს 12:00 საათიდან 15:00 საათამდე, გაფიცვა კი, უკავშირდება საგანგებო შეხვედრას, რომელიც მეტროს თანამშრომლებს აქვთ დანიშნული.

მეტროს მე-2 და მე-3 ხაზებისა და ტრანსპორტის სხვა სახეობების თანამშრომელთა გაფიცვის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება, რაც ნიშნავს, რომ ისინი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.

onalem

ტესტ