fbpx
საბერძნეთი

კატასტროფული მდგომარეობა საბერძნეთში: იწვის როდოსი, კერკირა, ეგიო (კადრები)

საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში კატასტროფული მდგომარეობა ფიქსირდება – უკვე 7 დღეა იწვის როდოსი, საიდანაც 19.000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ხანძარი გაჩნდა ასევე კერკიასა და ეგიოში, სადაც ასევე უმძიმესი ვითარება ფიქსირდება.

როდოსზე დღეს ცეცხლმა სოფელ ასკლიპიიომდე მიაღწია, იწვის სახლები, ეზოები, მაღაზიები, ხანძარი ანადგურებს ყველაფერს, რაც გზად ხვდება. ბოლო ინფორმაციით, იწვის მინიმუმ 3 სახლი, რომელთა გადარჩენასაც ცდილობენ, მაგრამ ამაოდ. ამასთან ერთად სოფლებში: გენადი და ვატი, გაიცა ბრძანება, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს მოსახლეობის ევაკუაცია, ხალხმა იქაურობა უნდა დატოვოს.

პარალელურად, სახანძრო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ კუნძულ როდოსზე ხანძრის კერები თავიდან ღვივდება და სამაშველო სამსახური ყველაფერს აკეთებს მათთან საბრძოლველად, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზებით.

იხილეთ ვითარება ეგიოში:

onalem

ტესტ