fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

“ბიჭები მუდმივად ჩხუბობდნენ, პოლიცია 10-ჯერ იყო მისული, მაგრამ არაფერი გააკეთეს” – ტრაგედია ნეა სმირნიში

ნეა სმირნიში გუშინ ღამით მომხდარი შემთხვევა ბერძნული მედიის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. როგორც უკვე ცნობილია, 18 წლის ბიჭმა 16 წლის ძმა მაკრატლის დარტყმით მოკლა, მეზობლების თქმით კი, ბიჭები საკმაოდ პრობლემატური ქცევით გამოირჩეოდნენ და ეს არ იყო მათ შორის პირველი დაპირისპირება.

“საერთოდ ხშირად იყო ხოლმე პრობლემატური სიტუაციები, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა. ბოლო ორი წლის მანძილზე პოლიცია 10-ჯერ მაინც იყო მოსული, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გააკეთეს. ორივე ბიჭი ცუდად იქცეოდა, ქურდობდა, სახლის კარებიდან ერთხელ ფეხსაცმელიც კი მოიპარეს, კამერიდან დავინახე. უფრო უარესად იქცეოდა უფროსი ბიჭი, რომელიც დაკავებულია. როგორც ვიცით და გვესმოდა კიდეც, ხშირად ჩხუბობდნენ არა მხოლოდ ერთმანეთში, არამედ მეზობელ ქალბატონსაც ეჩხუბებოდნენ ხოლმე,” ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

18 წლის ბიჭმა 16 წლის ძმა ოჯახის წევრებისა და მეგობარი გოგონას თვალწინ მაკრატლით დაჭრა, ჩხუბის მიზეზი კი, როგორც უკვე ცნობილია, ტანსაცმელი გახდა, რომელიც უმცროსმა ნებართვის გარეშე ჩაიცვა.

onalem

ტესტ