fbpx
საბერძნეთი

მოსალოდნელი ცვლილებები – მიმდინარე კვირაში ატიკის რეგიონში შესაძლოა ზომები გამკაცრდეს

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ატიკის რეგიონში კორონავირუსის გადამდებიანობის ინდექსი გაზრდილია და ასევე გაზრდილია ინფიცირებულთა რაოდენობა, 30%-40%-ით, რაც ნიშნავს, რომ საჭიროა მოქმედება, ზომების გამკაცრების მხრივ.

როგორც ირკვევა, ექსპერტები განიხილავენ კარანტინის გამკაცრების საკითხს, რასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილებები მიმდინარე კვირაში იქნება მიღებული. პარალელურად კი, საგანგებო შეხვედრები იმართება პრემიერის სასახლეში, რათა რეგიონში არსებულ სიტუაციასთან გამკლავების ხერხები მოიძებნოს.

უნდა აღინიშნოს, რომ ატიკაში პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის ტენდენცია ორჯერ მაღალია, საბერძნეთის დანარჩენ რეგიონებთან შედარებით, ზოგადად კი, მთელ ქვეყანაში 24 საათის მანძილზე საშუალოდ 80 ადამიანი შეჰყავთ Covid-19-ის განყოფილებებში.

პროფესორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ატიკის რეგიონში მუტაცირებული შტამი ვრცელდება და სწორედ ამით აიხსნება მონაცემების სწრაფი ზრდა.

შესაძლოა, რომ მიმდინარე კვირაში მიღებულ იქნას გადაწყვეტილებები, მაღაზიების მუშაობის გრაფიკთან დაკავშირებითაც და ძალაში შევიდეს გარკვეული ცვლილებები.

 

onalem

ტესტ