fbpx
საბერძნეთი

დახურული სკოლები, დატბორილი სახლები და მდინარეებად ქცეული გზები საბერძნეთში

გაუარესებულმა ამინდმა საბერძნეთში სერიოზული პრობლემები შექმნა. როგორც სამოქალაქო დაცვის სამინისტრო იუწყებოდა, მოსალოდნელი იყო უხვი ნალექი და მოსახლეობას დიდი სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ.

ალექსანდრუპოლში ადიდებულმა წყალმა მეხანძრე-მაშველი იმსხვერპლა, რომელიც დაწყებითი სკოლის მოსწავლეების ევაკუაციის ოპერაციაში მონაწილეობდა.

ურთულესი მდგომარეობაა სამხრეთ და ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულებზეც. პატმოსზე დატბორილია სახლები, დახურულია სკოლები, რადგან ამ პირობებში შეუძლებელია სასწავლო პროცესის წარმართვა.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ლესვოსზე, ხიოსსა და სამოსზეც.

 

onalem

ტესტ