fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

100 პასპორტის ქურდობა ათენის ცენტრში დიპლომატიური მანქანიდან

ათენის ცენტრში, დიპლომატიური მანქანიდან 100 პასპორტი მოიპარეს. უცნაურია ის, რომ 100-ივე პასპორტი ალბანურია. თავად ალბანური მედია კი მომხდართან დაკავშირებით საბერძნეთს უამრავ კითხვას უსვამს.

ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 13 თებერვალს, 100 ალბანური პასპორტი უკვალოდ გაქრა.

განცხადებაში განმარტებულია, რომ პასპორტები დიპლომატიური მანქანით იოანინადან ათენში, ალბანეთის საელჩოში გადაჰქონდათ, რა დროსაც მათ უცნობი პირები დაესხნენ თავს. თვითმხილველთა თქმით, ისინი ორნი იყვნენ.

მოგვიანებით, ქალაქ კაკავიაში ბერძნულმა პოლიციამ სწორედ ეს პასპორტები აღმოაჩინა, რომლებიც იქ, ასე ვთქვათ, უკანონოდ შეჰქონდათ. ისინი დიპლომატიურ ორგანოებს გადასცეს, ხოლო შემდეგ ესკორტის თანხლებით ათენში, ალბანეთის საელჩოში დააბრუნეს.

უცნობია, თუ რა მიზნით მოიპარეს პასპორტები.

onalem

ტესტ