fbpx
საბერძნეთი

თოვლი, რომელიც ათენის უბნებში არ მოვიდა – ბერძენი სინოპტიკოსების არასწორი შეფასებები

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ისევე როგორც, სინოპტიკოსები პროგნოზის მიხედვით, ატიკის რეგიონის არა მხოლოდ ჩრდილოეთით, არამედ ცენტრთან შედარებით ახლოს მდებარე რეგიონებში თოვლი უნდა მოსულიყო და რამდენიმე სანტიმეტრიანი საფარი შექმნილიყო – ისინი, ფაქტობრივად, საუბრობდნენ თოვლზე, რომელიც არ მოვიდა.

გასაგებია, რომ მაგალითად ფილის ტერიტორიაზე ნამდვილად ფიქსირდება გარკვეული პრობლემები, მაგრამ ცენტრალურ უბნებში, ან თუნდაც, აგია პარასკევზე არსად არის თოვლის საფარი. აღსანიშნავია ისიც, რომ კალითეას გზებზე მარილიც კი დაყარეს მანქანებისთვის, თუმცა, ამის საჭიროება საბოლოოდ არც კი აღმოჩნდა.

სინოპტიკოსი, კლეარხის მარუსაკი აცხადებს, რომ პასუხისმგებლობას სახელმწიფო მეტეოროლოგებს დააკისრებს, მეტეოროლოგები კი, იტყვიან, რომ შესაბამისმა სისტემებმა გააკეთეს პროგნოზი და მივიღეთ ის მოდელები, რაც მივიღეთ.

“მეცნიერებმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობები, სანამ ტექნიკას დავადანაშაულებთ, ეს სისტემები ჩვენ თავად შევქმენით და შესაბამისად, ხანდახან უნდა ვაღიაროთ, რომ პროგნოზები არ მართლდება,” ამბობს ის.

 

onalem

ტესტ