fbpx
საბერძნეთი

“ის ადამიანი, რომელიც საბერძნეთის პარლამენტში ვნახეთ, თავის ქალაქს იცავს რუსული ბარბაროსობისგან” – არის პორტოსალტემ ΣΚΑΙ-ს სტუდია დატოვა

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ეთერი ცნობილმა ჟურნალისტმა, არის პორტოსალტემ გაბრაზებულმა და შეურაცხყოფილმა დატოვა. მისი მძაფრი რეაქცია მოჰყვა ჟურნალისტ, გიორგოს კარამეროს განცხადებებს, რომელმაც რუსული ბარბაროსობის გადაფარვა სცადა და განაცხადა, რომ ბარბაროსობა შეიძლება ეწოდოს იმასაც, რომ ადამიანები კოვიდით რეანიმაციული განყოფილების გარეთ იხოცებიან საბერძნეთში და ასევე იმას, რომ პარლამენტში რამდენიმე დღის წინ ნაცისტური “აზოვის” ბატალიონის წარმომადგენელი ვიხილეთ.

პორტოსალტე აღშფოთდა კარამეროს განცხადებებით და ხაზგასმით თქვა, რომ შესაძლოა ის ადამიანი, რომელიც პარლამენტში ვიხილეთ, რომელიმე ბატალიონს ეკუთვნის, მაგრამ მთავარი ამ ეტაპზე ის არის, რომ ის იბრძვის საკუთარი ქალაქისთვის, იცავს თავის ხალხს და იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ჩეჩნების წინააღმდეგ, რომლებიც ბავშვებს აუპატიურებენ.

ამის შემდეგ კარამერომ ცინიკური კომენტარი გააკეთა და ტელეწამყვანებს უთხრა, რომ კადრში ციპრა აღარ ეჩვენებინათ, რადგან პორტოსალტე უარესად გაბრაზდებოდა, სწორედ ამ მომენტში პორტოსალტეს მოთმინების ფიალა აივსო და სტუდია გაცხარებულმა დატოვა.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, კარამეროს ცინიზმი აქ არ დასრულებულა და წასვლისას უთხრა: “რომ მიდიხარ, ესეც ბარბაროსობაა.”

onalem

ტესტ