fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ბერი მონასტერს არ ტოვებდა, მიუხედავად იმისა, რომ დამწვრობები მიიღო

ეგიოში უკონტროლო კერის მქონე ხანძარი მძვინვარებს და მდგომარეობა ისეთივე კრიტიკულია, როგორც კუნძულ როდოსზე. გუშინდელი საღამოს შემდეგ იქაურობა იწვის და როგორც ირკვევა, ცეცხლმა ერთ-ერთ მონასტრამდე მიაღწია.

Action24-ის ინფორმაციით, მონასტერში მყოფი ერთ-ერთი ბერი იქაურობის დატოვებაზე კატეგორიულ უარს ამბობდა. როგორც მასთან ტელეფონზე საუბრისას გაირკვა, სასულიერო პირი საკუთარი ძალებით ცდილობდა ცეცხლის მოგერიებას.

“ჯერ კიდევ ვცდილობ, რომ გავუმკლავდე. ყველაფერი იწვის, მონასტერში არსებული ხეები და ყველაფერი, რაც გარშემოა, მაგრამ მონასტრის დაწვას არ დავუშვებ. ხელზე დაზიანება მაქვს მიღებული, ფეხზე დამწვრობები აღმენიშნება, მაგრამ აქაურობის დატოვებას არ ვაპირებ,” ამბობდა ბერი.

მისი ოჯახის წევრი აცხადებს, რომ წარსულში ამ ბერმა იგივე მონასტერი გადაარჩინა დაწვას.

ეგიოში ხანძრის ჩასაქრობად მუშაობს სამი თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი, თუმცა, როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლობა აცხადებს, ქარი სიტუაციას ართულებს.

onalem

ტესტ