fbpx
საბერძნეთი

“ბერძნები ყველაფერში დაგვეხმარნენ, საკუთარი სახლის კარი გაგვიღეს” – ბრიტანელები BBC-სთან როდოსის ხანძარზე

კუნძულ როდოსზე დასასვენებლად ჩასული ტურისტებისთვის შვებულება ნამდვილ კოშმარად იქცა – ისინი მოხვდნენ ექსტრემალურ სიტუაციაში, რასაც ფაქტობრივად, ხანძრისგან გაქცევა ჰქვია. ჩრდილოეთ ირლანდიიდან ჩამოსული წყვილი BBC News-თან საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბერძნებმა დროულად იმოქმედეს და საკუთარი სახლის კარიც გაუღეს.

“ეს იყო საშინელი გამოცდილება, ვგრძნობდით ცეცხლს ჩვენს ზურგს უკან. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რამდენად მობილიზებული იყო სასტუმროს პერსონალი, მაშინვე სველი პირსახოცები მოგვცეს, გვითხრეს შემოგვეხვია და წავსულიყავით სანაპირო ზოლისკენ, ასეც მოვიქეცით. კვამლი უკან მოგვდევდა, თვალები და ყელი გვეწვოდა. სახმელეთო და საზღვაო გზით ათასობით ადამიანი გაგვიყვანეს სამშვიდობოს.

ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა, სასტუმროს მეპატრონემ შეგვიფარა თავისთან, 1 ევროც კი არ გამოგვართვა. ადგილობრივი ხალხი უბრალოდ გასაოცარია, ყველაფერში დაგვეხმარნენ, საკუთარი სახლის კარი გაგვიღეს, რადგან ის, რაც გაგვაჩნია არის მხოლოდ ტანსაცმელი, რითიც გამოვიქეცით, ტელეფონი და პასპორტები. სახლში ხვალ გავფრინდებით, მაგრამ ბილეთები არ გვაქვს, სასტუმროს ოთახში დაგვრჩა,” ამბობენ ირლანდიელები.

onalem

ტესტ