fbpx
საბერძნეთი

ფერფლად იქცა სანაპირო ბარი, რომლის მეპატრონესაც ადანაშაულებდნენ, რომ თანამშრომლები არაადამიანურ პირობებში ჰყავდა

კუნძულ როდოსზე კატასტროფული მდგომარეობაა – იწვის არა მხოლოდ ტყეები, არამედ ცეცხლმა მიაღწია სანაპიროებამდეც. ზარალი წარმოუდგენლად დიდია, ხოლო მეორეს მხრივ, განხორციელდა საბერძნეთის ხანძრების ისტორიაში ევაკუაციის ყველაზე დიდი ოპერაცია, რაც კი ოდესმე ჩატარებულა – უსაფრთხო ადგილას გადაინაცვლა ათასობით ადამიანმა, შესაბამისად, არ გვაქვს მსხვერპლი.

ასევე დაიწვა სანაპირო ბარი, რომელიც ცნობილი “მცურავი მიმტანით” გახდა. ყველას კარგად ახსოვს ფოტო, თუ როგორ მიაქვს ახალგაზრდას შეკვეთა კლიენტებისთვის ცურვით, ისინი კი წყალში, შეზლონგებზე წვანან.

ამ ბარს ხშირად მიუქცევია ყურადღება სხვადასხვა კანონდარღვევებით, მაგრამ ახლა უბრალოდ ფერფლად არის ნაქცევი.

ასევე დაიწვა ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, რომლის მინიმუმ 15 ოთახი მთლიანად განადგურებულია. ეს იყო პირველი სასტუმრო, საიდანაც განხორციელდა ევაკუაცია, რადგან ცეცხლი უკიდურესად სწრაფად მიუახლოვდა.

onalem

ტესტ