fbpx
საზოგადოება

ათენში ფსიქიატრიულიდან გაქცეული მამაკაცი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცი დრომოკაიტიოს ფსიქიატრიულიდან გაიქცა. უცნობია, თუ როგორ მოახერხა მან ეს, თუმცა, პოლიცია იუწყება, რომ გაქცევის შემდეგ ის საკუთარ სახლში მივიდა.

ამავე წყაროებზე დაყრდნობით, მას სერიოზული ფსიქიატრიული პრობლემები აქვს და ოჯახის წევრებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, რის გამოც კლინიკაში მოათავსეს.

გუშინ შუაღამისას ის ნეა სმირნიში მდებარე სახლში მივიდა, სადაც მამას ჯერ დანით ემუქრებოდა, შემდეგ კი ბინაში ჩაიკეტა და ყვიროდა, რომ თავს მოიკლავდა.

ადგილზე მობილიზდა პოლიცია და ოფიცრები მასთან მოლაპარაკებას ცდილობდნენ. საბოლოოდ, ის უვნებელი გამოიყვანეს იქიდან და ფსიქიატრიულ კლინიკაში დააბრუნეს.

onalem

ტესტ