fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი სირიას ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის – “მწვანე შუქი” ევროკავშირისგან

სოლიდარობისა და მხარდაჭერის ევროპული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, საბერძნეთი სირიას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის. საუბარია თავად სირიის მიერ მოთხოვნილ აუცილებელ ნივთებზე, რომელთა შორის არის წამლები, საწოლები, კარვები, საკვები.

კატასტორფულმა მიწისძვრამ სირიაში 2.534 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო თურქეთში 6.957. დამასკოდან თხოვნა, რომ ქვეყნებმა დახმარება გაუგზავნონ, გუშინ გაავრცელა.

ამას გარდა, სირიაში რუსეთმა გააგზავნა 300 მაშველი, ხოლო ვაშინგტონი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს არასამთავრობო ორგანოებთან, მაგრამ არა უშუალოდ ოფიციალურ დამასკოსთან.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთმა სამაშველო ჯგუფი უკვე გააგზავნა თურქეთში და ბერძენი გმირები, ადგილობრივებთან ერთად ადამიანების ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ. მდგომარეობას კი, რომელსაც ადგილზე ხედავენ, დიდ სასაფლაოს უწოდებენ.

 

onalem

ტესტ