fbpx
საზოგადოება

“ბერძნები სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან, მადლობა მათ!” – თურქული მედია ბერძნებზე აღფრთოვანებით წერს

თურქული მედია საბერძნეთის შესახებ მუდმივად პროვოკაციული სტატიებით გამოირჩეოდა, თუმცა, ახლა, ამ ურთულეს, კატასტროფულ მდგომარეობაში, რომელშიც ეს ქვეყანა აღმოჩნდა, ბერძნებს მხოლოდ მადლობას უხდიან.

როგორც რეპორტიორი, მანოლის კოსტიდი აცხადებს, თურქეთში ბერძნების დახმარებას აფასებენ და აღნიშნულთან დაკავშირებით ღიად წერენ კიდეც. “ბერძნები აქ სიცოცხლეების გადასარჩენად იბრძვიან. მადლობა მათ!” – წერს მედია.

კოსტიდის ინფორმაციით, ის დაუკავშირდა სამთავრობო წყაროებს და აშკარაა, რომ ისინი მადლობლები არიან გაწეული სამსახურისთვის და არსებული ტრაგედიის ფონზე არსებობს საკმაოდ კარგი ურთიერთობა საბერძნეთსა და თურქეთს შორის.

როგორც უკვე ცნობილია, კირიაკოს მიცოტაკიმ პოლიტიკური განსხვავებები გვერდით გადადო და პირველივე წუთებიდან მხარში დაუდგა მეზობელ ქვეყანას.

 

onalem

ტესტ