fbpx
საზოგადოება

ბერძენმა ბიზნესმენმა სანაპირო უკანონოდ მიისაკუთრა და ხალხს სასმლის, საკვებისა და ქოლგების შეტანას უკრძალავს

აღნიშნულის შესახებ ერთ-ერთი დამსვენებელი წერს, რომელიც ხალკიდიკის ყველაზე პოპულარულ სანაპრიოზე, კავუროტრიპესზე მივიდა და იქიდან, ფაქტობრივად, გამოაგდეს. ეს კი იმის გამო, რომ სანაპირო უკანონოდ არის პრივატიზირებული. იქ ტურისტებს ეკრძალებათ საკვების, ქოლგების და ყველანაირი სასმლის შეტანა. თუმცა, სანაპირო სინამდვილეში საჯაროა.

როგორც მამაკაცი ფეისბუქის გვერდზე წერს, სანაპიროზე თავისი ქოლგით მივიდა და ძლივს იპოვა ადგილი, რომ ის დაემაგრებინა. ასევე ჰქონდა სკამები და როცა კარგად მოეწყო, მასთან სანაპიროს “მეპატრონე” მივიდა და განუცხადა, რომ იქაურობა უნდა დაეტოვებინა, რადგან მსგავსი ნივთების შეტანა აკრძალული იყო.

აღნიშნული ფაქტი უამრავმა ტურისტმა გააპროტესტა, მაგრამ ბიზნესმენმა კანონების ხსენება დაიწყო და განმარტა, რომ სახელმწიფოსთვის ამ სანაპიროს პრივატიზირებისთვის თანხა ჰქონდა გადახდილი.

მამაკაცმა ამის შესახებ სანაპიროს დაცვასა და პოლიციას შეატყობინა, თუმცა, შესაბამისი პასუხი ვერსად მიიღო. ის აცხადებს, რომ ყველგან იციან მისი არაკანონიერი ქმედებების შესახებ, მაგრამ ამ დრომდე საქმეში კომპეტენტური პირი არ ჩარეულა.

onalem

ტესტ